ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტს?

ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტს?

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაევალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ.

საქართველოში, დიპლომატიური პასპორტის გაცემა 1997 წლის 9 აგვისტოს განსაზღვრული წესით ხდება. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდა ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული ქვეყნის ოფიციალური პირებისთვის საშეღავათო რეჟიმი. კანონში ცვლილება კი, ბოლოს 2005 წელს შევიდა.

bm.ge გთავაზობთ ჩამონათვალს, ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტს:

  • საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მათ მეუღლეებს; (დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც)
  • საქართველოს პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის უფროსს, აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების აპარატის უფროსებს;
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის, პროტოკოლის სამსახურების უფროსებს და მათ მოადგილეებს, ამავე სამსახურების მთავარ მრჩევლებს და მრჩევლებს;
  • საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, წევრებსა და მდივნის მოადგილეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორებს;
  • საქართველოს მინისტრებს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებს; საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს, განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსს – პრემიერმინისტრის მთავარ მრჩეველს, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს – პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, ამავე დეპარტამენტის პროტოკოლის განყოფილების უფროსს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსს – პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 30 თანამშრომელს საგარეო საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრების მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს;
  • საქართველოს პატრიარქს, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსს;
  • თბილისის მერს, ქ. თბილისის პრემიერს და საკრებულოს თავმჯდომარეს;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის უცხოეთის ქვეყნებში არსებული დაწესებულებების დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში დიპლომატიურ რანგში მყოფ თანამშრომლებს, დიპლომატიურ კურიერებს, სამხედრო მისიათა მეთაურებს, თავდაცვის ატაშეებს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილი პირების მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს (გარდა დიპლომატიური კურიერებისა).
  • საქართველოს უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება უნარჩუნდებათ სამუდამოდ.

დიპლომატიურ პასპორტებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს. bm.ge ცდილობს გაარკვიოს, საქართველოში სულ რამდენი პირი ფლობდა აღნიშნულ პასპორტს.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 3.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 74 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი…
11 თვეში ე.წ. “შუა დერეფნით”  3 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა

11 თვეში ე.წ. “შუა დერეფნით” 3 მლნ ტონა ტვირთი…

11 თვეში 3.097 მლნ ტონა ტვირთის და 50.5 კონტეინერის გადაზიდვა მოხდა – მონაცემებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაცია აქვეყნებს. ტვირთბრუნვა 2023 წლის…
რა ელოდება ქართულ ეკონომიკას

რა ელოდება ქართულ ეკონომიკას

საქართველოში მასობრივი პროტესტის ფონზე, რაც “ოცნების” მიერ ევროკავშირთან დემარშის განცხადებას მოჰყვა, ლარმა ჯერ სწრაფად დაიწყო გაუფასურება, თუმცა შეჩერება მალევე მოხერხდა. ქვეყანაში…